კერძო რეპეტიტორობის ფენომენის შესწავლა საქართველოში
ხელმისაწვდომობა და თანაბარუფლებიანობა საქართველოს განათლების სისტემაში
თემის მობილიზაციის მოდელის დანერგვა ბუნების დაცვის საკითხების ირგვლივ
ადვოკატირებისა და ინფორმაციის გაცვლის კამპანიების სისტემატიზაცია განათლებაში ახალი გამოწვევების ფონზე.
საგამოცდო ცენტრების შედარებითი ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება ტაჯიკეთისათვის
__________________________________________________________________________________________________________________________________________________
კერძო რეპეტიტორობის ფენომენის შესწავლა საქართველოში
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში კერძო რეპეტიტორობის პრაქტიკის შესწავლას, მისი გამომწვევი მიზეზების ანალიზს და შედეგების შეფასებას. კვლევის შედეგად შემუშავდება რეპეტიტორობის პრაქტიკის რეგულირებისათვის საჭირო რეკომენდაციები. პროექტს აფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთ მენეგმენტის ინსტიტუტი. პროექტის განხორციელების პერიოდია 2011 წლის ივლისი-დეკემბერი.
__________________________________________________________________________________________________________________________________________________
ხელმისაწვდომობა და თანაბარუფლებიანობა საქართველოს განათლების სისტემაში
პროექტის მიზანია შეისწავლოს თუ რამდენად უწყობს ხელს მიმდინარე რეფორმები განათლების ყველა საფეხურზე ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდას ადგილნაცვალი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის, თუ რა მოცულობით ითვალისწინებს წარმოებული პოლიტიკა არსებულ რეალობებს პრაქტიკაში და რა მოთხოვნილებების უზრუნველყოფაა საჭირო ახლო და საშუალო პერიოდის პერსპექტივებში. პროექტს აფინანსებს ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების მხარდამჭერი პროგრამა. პროექტის განხორციელების პერიოდია 2011 წლის ივლისი-დეკემბერი.
__________________________________________________________________________________________________________________________________________________
თემის მობილიზაციის მოდელის დანერგვა ბუნების დაცვის საკითხების ირგვლივ
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გარემოსდაცვით სფეროში ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებაზე საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების მობილიზების და ინფორმირებულობის მექანიზმების ჩამოყალიბებას და შემუშავებული მექანიზმების პრაქტიკული მდგრადობის უზრუნველყოფას. პროექტი ხორციელდება საქართველოს 10 რეგიონში და იგი ითვალისწინებს შერჩეული რეგიონების 10 სკოლის სამეურვეო საბჭოების, როგორც თემის შემკავშირებელი რგოლის როლის გაზრდას ადგილობრივი თემების მობილიზებაში მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრისათვის. აგრეთვე, გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიების ფორმატის ჩამოყალიბებას. პროექტს აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩო თბილისში. პროექტის განხორციელების პერიოდია 2010 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ნოემბრამდე.
__________________________________________________________________________________________________________________________________________________
ადვოკატირებისა და ინფორმაციის გაცვლის კამპანიების სისტემატიზაცია განათლებაში ახალი გამოწვევების ფონზე.
პროექტის მიზნებია: ნაციონალური ფორუმის ორგანიზება სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით და განათლებაში ახალი გამოწვევების განხილვა. ასევე, ინსტიტუტის მიერ განათლების პოლიტიკის ცენტრების ქსელის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგების გაცნობა; ადვოკატირებისა და ინფორმაციის გაცვლის კამპანიების სისტემატიზაცია და ამ მიზნით არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართვა განათლების რეფორმის შუალედური შედეგების განხილვაში. პროექტს აფინანსებს განათლების პოლიტიკის ცენტრების ქსელი და მისი განხორციელების პერიოდია 2011 წლის თებერვალ- მაისი.
__________________________________________________________________________________________________________________________________________________
საგამოცდო ცენტრების შედარებითი ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება ტაჯიკეთისათვის
პროექტის მიზანია იმ ფაქტორების იდენტიფიკაცია, რომლებიც ხელს უშლიან, ან აფერხებენ ნაციონალური საგამოცდო ცენტრების მიერ მათთვის დასახული სამი ძირითადი მიზნის განხორციელებას. ეს სამი ძირითადი მიზანია: 1) მოსწავლეთა შეფასების ტრანსფარენტული და სამართლიანი სისტემის ინსტიტუციონალიზაცია; 2) შეფასების სისტემის გამოყენება სწავლების ხარისხის ასამაღლებლად; 3) თანასწორუფლებიანობის მიღწევა. პროექტი ითვალისწინებს რეგიონში ანალოგიური სტრუქტურების განვითარების გამოცდილების გაზიარებას და ოთხი ქვეყნის მაგალითზე (აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა და ყირგიზეთი) შესაბამისი ინფორმაციისა და აკუმულირებული გამოცდილების გამოყენებას ტაჯიკეთის ნაციონალური საგამოცდო ცენტრის დაფუძნებისათვის. პროექტს აფინანსებს ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების მხარდამჭერი პროგრამა. პროექტის განხორციელების პერიოდია 2010 წლის აპრილი- სექტემბერი.
__________________________________________________________________________________________________________________________________________________